2025 წლის თებერვალში დეპოზიტების პორტფელი 978 მილიონი ლარით შემცირდა და 57.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
კლება აღინიშნება როგორც ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე. სავალუტო დეპოზიტები შემცირდა 677 მილიონი ლარით და მან 30.78 მილიარდი ლარი შეადგინა.
შემცირდა ლარის დეპოზიტებიც და კლებამ 302 მილიონი ლარი შეადგინა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტფელის მოცულობა 27.19 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
თებერვალში დეპოზიტების ლარიზაციამ 46.9% შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 0.27 პროცენტული პუნქტით მეტია.