საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ აშშ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 53 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (+12%),
მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარით.