სამშაბათს ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა, უნცია 3,759 დოლარამდე გაძვირდა,- ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

 წყაროს ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან ოქროს ფასმა 43%-ით მოიმატა, უფრო კონკრეტულად, იანვარში 1 უნცია ოქროს ღირებულება  2,626 დოლარი იყო.

Deutsche Bank-ის ბაზრის სტრატეგის, ჯიმ რეიდის შეფასებით, ძვირფასი მეტალი 1979 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი წლიური ზრდის გზაზეა. მაშინ, ირანის რევოლუციისა და ნავთობის კრიზის ფონზე, ოქროს ფასი 127%-ით გაიზარდა – 226-დან 512 დოლარამდე უნციაზე.

2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ოქრომ უკვე 37-ჯერ განაახლა ისტორიული რეკორდი – პრეცედენტი, რომელიც თანამედროვე ფინანსურ ბაზრებზე აქამდე არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე 43%-იანი ზრდა უკვე აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როცა ოქრო 27%-ით გაძვირდა. თუმცა 1979 წლის რეკორდის გასაბათილებლად ფასს კიდევ უფრო სერიოზული ზრდა სჭირდება.