2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირება. ნოემბერში გზავნილებში #1 ადგილი აშშ-მა დაიკავა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.
მეორე პოზიციას იკავებს იტალია 45 მილიონი დოლარის გზავნილებით (ზრდა 4%), რუსეთმა კი მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა 30 მილიონის გზავნილებით. ფულად გზავნილებში ივლისიდან მოყოლებული #1 ადგილს სწორედ აშშ იკავებს.
2024 წლის ნოემბერში საქართველომ ფულადი გზავნილები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო:
| # | ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) | ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი | |
| 1 | აშშ | $50 მლნ; | 22% |
| 2 | იტალია | $45 მლნ; | 4% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $30 მლნ; | -61% |
| 4 | გერმანია | $24 მლნ; | 15% |
| 5 | საბერძნეთი | $21 მლნ; | 5% |
| 6 | ისრაელი | $21 მლნ; | 15% |
| 7 | თურქეთი | $8.5 მლნ; | 7% |
| 8 | ყირგიზეთი | $8.0 მლნ; | 186% |
| 9 | ყაზახეთი | $8.0 მლნ; | -56% |
| 10 | ესპანეთი | $5.7 მლნ; | 14% |