საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ციურიხში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ მასშტაბურ ფორუმში Point Zero Forum მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობისთვის საჭირო უახლესი ინოვაციები გაუზიარეს.
ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელზეც ფინანსური სერვისების განვითარებაში ინოვაციების მნიშვნელობასა და სებ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მან ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის როლს საქართველოს ფარგლებს გარეთ ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციაში და ხაზი გაუსვა ქართული კომერციული ბანკების საერთაშორისო მიღწევებს, ტექნოლოგიურ მოქნილობასა და სერვისების ინოვაციურ, ექსპორტირებად ხასიათს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ საკმაოდ განვითარებული ფინანსური სისტემა შექმნა, სადაც წამყვანი ბანკები რეგიონში ფართოვდებიან. მისივე თქმით, ქართული ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან რეგისტრირებული, რაც აძლიერებს მათ საერთაშორისო სანდოობას.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პროაქტიული მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელებას, უახლესი ფინტექ-ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაფორმებას ფინანსური ინოვაციების გასაძლიერებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება