საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთან, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და Schroder Investment Management North America.
ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.
მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის.
როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო