მაისში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 202.7 მლნ ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 1,435.0 მლნ ლარით გაიზარდა.

„ერთდღიანი სესხის ნაშთი 25.0 მლნ ლარით შემცირდა. მაისში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერტიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, მაისში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 1,410.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 3,745.5 მლნ ლარს გაუტოლდა.

მაისში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 950.3 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 72.3 მლნ ლარით გაიზარდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.