საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, პროგრამა Starring Georgia-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცდა.

დადგენილება გამოქვეყნებიდან (10 დეკემბერი) 1 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

პროექტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 2025 წელს, შეკვეთილში Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Guns N' Roses-ის კონცერტი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაიმართება. კონცერტი 2025 წლის 30 მაისს გაიმართება, ამის შესახებ ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.

Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ტარდება.

მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.

შპს „სთარინგ ჯორჯიას“  მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი:

საქონელი

1

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, საკვები პროდუქტები, ჭურჭელი და სხვა

2

სპეციფიკური ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, პირადი მოხმარების სააბაზანო ნივთები და ტექსტილი

3

ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციფიკური ელექტრომოწყობილობების/ დანადგარების ფუნქციონირებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები

4

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საჭირო კონსტრუქციული  მასალები და ქსოვილის ნივთები

5

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, სანტექნიკური მოწყობილობები

6

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საგზაო ნიშნები, საგზაო/ნაკადის მართვის ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები, გამაფრთხილებელი  ნიშნები, უსაფრთხოების ლენტები, საინფორმაციო ფირნიშები და ბანერები

7

სამშენებლო და ელექტრომასალები, მილები, ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები, ტროსები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და  აქსესუარები

8

სხვადასხვა სპეციფიკაციისა და დანიშნულების საღებავები

9

ორგანიზაციის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკაშირებული სპეციფიკური კომპიუტერული ტექნიკა, მისი  ნაწილები და აქსესუარები

10

მუსიკალური ინსტრუმენტები და აქსესუარები

11

ორგანიზაციის სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ავეჯი და ავეჯის აქსესუარები, მცენარეები.

12

აუდიო-ვიდეოაპარატურა, რადიო-ტელემაუწყებლობის აპარატურა და მათი სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები

13

კომპანიის სპეციფიკური საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა, დანადგარები, აპარატურა და აღჭურვილობა და მათი სათადარიგო და მალცვეთადი ნაწილები

14

გათბობისა და კონდიცირების სპეციალური ტექნიკა და სათადარიგო ნაწილები

15

სცენის აღჭურვილობა

16

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

17

გასანათებელი მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები

18

კომპანიის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები

 

მომსახურება

1

 სპეცტექნიკისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება

2

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების დაცვის მომსახურება

3

ღონისძიებასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარების მომსახურება

4

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული გენერატორების ტექნიკური მომსახურება და გენერატორების დაქირავება

5

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული ვიდეოკონტროლისა და დაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება

6

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების სარესტორნო მომსახურება (მათ შორის, ქეითერინგი)

7

ორგანიზაციის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანსპორტის,  სპეცტექნიკისა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობების, ტვირთის ტრანსპორტირების/გადაზიდვის 

მომსახურება

8

ინფრასტრუქტურის გამოკვლევა, აზომვა, დაპროექტება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა

9

ბილეთების რეალიზაციის და მასთან დაკავშირებული მონაცემთა შენახვის პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება

10

ბანერებისა და ბილბორდების შეკეთების მომსახურება

11

ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

12

პრომოაქციების მოწყობა

13

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მოთხოვნის სპეციფიკით გათვალისწინებული სასტუმროების მომსახურება

14

მოძრავი სატელევიზიო სადგურის მომსახურება

15

განათების მართვის, გახმოვანებისა და სცენის მექანიზაციის  სპეციალისტის მომსახურება

16

რეჟისორის მომსახურება

17

ოპერატორის მომსახურება

18

სპეციფიკური მუსიკალური ინსტრუმენტების დაქირავების მომსახურება

19

ხელოვნების მოღვაწეების, არტისტების და მუსიკალური შემსრულებლების მომსახურება

20

 სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის, ბანერების, ბეიჯების, კატალოგების ბეჭდვითი მომსახურება

21

სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება

22

დიზაინის შექმნის, ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებასთან დაკავშირებული მომსახურება

23

ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურება

24

ფოტო და ვიდეოგადაღების, ვიდეორგოლების დამონტაჟების მომსახურება

25

სასცენო ფარდების შეკერვის, რეცხვის, ქიმწმენდის მომსახურება და სპეციალური ხსნარებით დამუშავების მომსახურება

26

ღონისძიების ფარგლებში სახანძრო მომსახურება, სახანძრო სისტემების ინსპექტირება  და ტექნიკური მომსახურება

27

არტისტებისა და მუსიკალური ჯგუფების მოთხოვნის შესაბამისი დაზღვევის მომსახურება

28

სცენის აღჭურვილობისა და მექანიზაციის მომსახურება და დაქირავება

29

სატელევიზიო და რადიომომსახურებები

30

გასანათებელი მოწყობილობების მომსახურება

31

პროგრამული პაკეტების განახლების მომსახურება

32

კომპანიის სპეციფიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სატრენინგო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომსახურება