თუ მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 10 იქნებოდა, აქედან ოთხი ამერიკაში იცხოვრებდა, ერთი – ჩინეთში, ხოლო დანარჩენი – მთელ მსოფლიოში. საერთო ჯამში, ეს ჯგუფი 60 მილიონ ადამიანს მოიცავს, რომლებიც 226 ტრილიონ დოლარს ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ბაზრებზე სიმდიდრე მნიშვნელოვნად გაიზარდა ძლიერი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ სიმდიდრეზე კონტროლს კვლავ ინარჩუნებს.

UBS-ის 2025 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის მონაცემების საფუძველზე გთავაზობთ ქვეყნების სიას, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს.

2025 წელს, დაახლოებით ყოველი ათიდან ერთი ზრდასრული ამერიკელი მილიონერია, რაც ჯამში 23.8 მილიონ ადამიანს უტოლდება. ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკოს ყურის არეალი ქვეყნის უმდიდრეს ქალაქებად მიიჩნევა, შემდეგ მოდის ჩიკაგო და ჰიუსტონი. ცალკეული ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მილიონერების ყველაზე სწრაფი ზრდა სკოტსდეილში, არიზონაში დაფიქსირდა.

რეიტინგში, 6.1 მილიონი ზრდასრული ადამიანით, ჩინეთი მეორე ადგილზეა. 2014 წლიდან მილიონერების ზრდამ შენჭენში 124%-ით შეადგინა. ცნობისთვის, იქ ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური მოთამაშეების შტაბბინებია განთავსებული, როგორიცაა Tencent-ი და Huawei.

მესამე ადგილზე საფრანგეთია, სადაც მილიონერების რაოდენობა ჩინეთში არსებულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. აქ ასევე ცხოვრობს ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი მილიარდერი, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასა და ლუქსემბურგში მილიონერების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, თითოეულში ყოველი შვიდი ზრდასრული ადამიანიდან ერთი მილიონერია. მილიონერების მაღალი წილია ჰონგ-კონგში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, სადაც ეს თანაფარდობა 10 ზრდასრულიდან ერთს შეადგენს.

ტოპ-25 ქვეყანა მილიონერების რაოდენობის მიხედვით: 
ადგილი ქვეყანა დოლარით მილიონერთა რაოდენობა
1 აშშ 23.8 მლნ
2 ჩინეთი 6.3 მლნ
3 საფრანგეთი 2.9 მლნ
4 იაპონია 2.7 მლნ
5 გერმანია 2.7 მლნ
6 გაერთიანებული სამეფო 2.6 მლნ
7 კანადა 2.1 მლნ
8 ავსტრალია 1.9 მლნ
9 იტალია 1.3 მლნ
10 სამხრეთი კორეა 1.3 მლნ
11 ნიდერლანდები 1.3 მლნ
12 ესპანეთი 1.2 მლნ
13 შვეიცარია 1.1 მლნ
14 ინდოეთი 917 ათასი
15 ტაივანი 759 ათასი
16 ჰონგ-კონგი 647 ათასი
17 ბელგია 549 ათასი
18 შვედეთი 490 ათასი
19 ბრაზილია 433 ათასი
20 რუსეთი 426 ათასი
21 მექსიკა 399 ათასი
22 დანია 376 ათასი
23 ნორვეგია 348 ათასი
24 საუდის არაბეთი 339 ათასი
25 სინგაპური 331 ათასი
დანარჩენი მსოფლიო 2.7 მლნ
მსოფლიო ჯამში 60 მლნ

FORBS.GE