მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ. 2026 წლისთვის კი ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები ასე ნაწილდება:

  • სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
  • აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
  • რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
  • თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.


bm.ge