მსოფლიო ბანკმა ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონის ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.2%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზრდება - ეს 2024 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ზრდის მოლოდინის გადახედვის უკვე მეორე შემთხვევაა, რადგანაც 12 ივნისს WB-იმ ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.2%-მდე გაზარდა, ახლა კი მსოფლიო ბანკმა კიდევ უფრო მეტად 7.5%-მდე გაზარდა წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის.

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება (შედარებულია 2024 წლის ივნისის პროგნოზს):

საქართველო - 7.5%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 2.3პპ-ით;

სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.0პპ-ით;

აზერბაიჯანი - 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუარესდა 0.9პპ-ით.

თურქეთი - 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.2პპ-ით;

უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი უცვლელია.

რუსეთის ფედერაცია - 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3პპ-ით.