წელს, მხოლოდ მაისში თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1.358 მლნ შევიდა. ეს მაშინ, როდესაც აპრილში აღნიშნული სანქციებით ბიუჯეტი 726 854 ლარით შეივსო, მარტში - 515 992 ლარით, თებერვალში - 689 003 ლარით, ხოლო იანვარში 727 076 ლარით.

ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში, არასწორი პარკირებით დაწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 4 017 498 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 6 945 632 ლარი.

სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან სახელმწიფო ხაზინაში 72 796 755 ლარი შევიდა, რაც ერთ თვეში 18 456 757 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სანქციებიდან ბიუჯეტში 54 339 998 ლარი შევიდა.

თუმცა, წელს იანვარ-მაისის მონაცემებს, წინა წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირებულია. გასული წლის იანვარ-მაისში აღნიშნულიდან ხაზინაში 89 598 221 ლარი შევიდა.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი