2024 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 133.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს და თითქმის 2 მლრდ ლარის სესხები გასცეს.

მისო-ების წმინდა მოგება წლიურ ჭრილში 8,2 მლნ ლარით, ანუ 6.6%-ით გაიზარდა და 133.6 მლნ-ს გადააჭარბა. 

გარდა ამისა, წლიურად მისო-ების საკრედიტო პორტფელი 267 მლნ ლარით გაიზარდა და 1.970 მლრდ ლარს გადააჭარბა. უდიდესი წილი - 1.95 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდის. ტრადიციულად 2024 წელს სესხების ნახევარზე მეტი - 1.1 მლრდ ლარი სალომბარდე სესხებს უჭირავს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი (2024 წელი):

  • ლომბარდი - 1.101 მლრდ ლარი
  • სამომხმარებლო სესხები- 509.5 მლნ ლარი
  • ვაჭრობა/ მომსახურება - 176.9 მლნ ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 119.1 მლნ ლარი
  • იურიდიული პირები - 19.7 მლნ

ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოს საქართველოში 31 მიკროსაფინანსო ფუნქციონირებდა, რომელთაგან ორი, 2025 წელს მიკრობანკი გახდა.