„ფინანსურმა პოლიციამ“ და პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს თბილისის მერიის თანამშრომელი - საქმე 16 000 აშშ დოლარს უკავშირდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებულია თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
ჯერ მისი ვინაობა დაუზუსტებელია - მისი ინიციალებია მ.გ.
გამოძიების ვერსიით, ის მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას;
ამაში მან მოითხოვა და მოქალაქეს გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, - „რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.
მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ფინანსური პოლიცია“ წერს, რომ საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება „დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.
ასევე ნახეთ