ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასები საფრანგეთში მაისში 6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ნელი ტემპია გასული წლის მაისის შემდეგ, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკური სამსახურის (Insee) ანგარიშში. აპრილში ზრდა 6,9%-მდე შენელდა.

საბოლოო შეფასება წინასწარ მონაცემებს და Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს დაემთხვა.

სამომხმარებლო ფასები მაისში აპრილთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა. ეს ფასების კლების პირველი პრეცედენტია ბოლო 5 თვის განმავლობაში. თვიური თვალსაზრისით ინფლაციის დინამიკა წინასწარ მონაცემებსა და ექსპერტების მოლოდინებსაც დაემთხვა. აპრილში მარტთან შედარებით ფასები 0,7%-ით გაიზარდა.

საფრანგეთში სამომხმარებლო ფასები მაისში წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ნელი ტემპია 2023 წლის აპრილის შემდეგ. წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა.

გასულ თვეში საფრანგეთში ენერგიის ფასების ზრდა წლიურად 2%-მდე შენელდა, აპრილში - 6,8%-მდე, სურსათზე - 14,3%-მდე 15%-დან, მომსახურების სექტორში ინფლაციის მაჩვენებელი ერთი თვის წინ 3,2%-დან 3%-მდე დაეცა.

საფრანგეთში ივნისის ინფლაციის შესახებ წინასწარი მონაცემები 30 ივნისს გამოქვეყნდება.