Loom Concept ქართული ბაზრისთვის განსხვავებული, ახლებური ხედვით შექმნილი სივრცეა, რომელიც ყვავილების უნიკალურ სელექციას, დიზაინსა და ვორკშოპების გამოცდილებას აერთიანებს. როგორც დამფუძნებელი, დემეტრე მაკალანთაშვილი ამბობს, იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როდესაც პროფესიული საქმიანობისას ეგზოტიკურ, აფრიკულ ყვავილებს გაეცნო – ეს განსხვავებული რამ იყო იმისგან, რასაც საქართველოში მომხმარებელი ხშირად ხვდება.

“გადავწყვიტეთ ეს განსხვავებული ყვავილები ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა და ამავდროულად, რაღაც ახალი შეგვექმნა – არა უბრალოდ ყვავილების მაღაზია, არამედ სივრცე, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებდა ადამიანებს,“ – აღნიშნავს Loom Concept-ის დამფუძნებელი.

Loom Concept-მა ახლახან საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით AmEx მომხმარებლებისთვის შეთავაზება შექმნა. დემეტრე ამ გამოცდილებასა და ბრენდის მისიაზე დეტალურად გვიამბობს.

ყვავილები, კაფე და კონცეპტ დეკორი

Loom Concept მართლაც ისეთი სივრცე გამოვიდა, როგორიც მისმა გუნდმა ჩაიფიქრა. იგი შოურუმია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, უცხო ყვავილები შეიძინონ, დააგემოვნონ ახალი ყავა, მონაწილეობა მიიღონ ვორკშოპებში, დაესწრონ მუსიკალურ საღამოებს და სხვა.

გარდა ამისა, კომპანიამ Subscription სერვისი დანერგა როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომხმარებლებისთვის – ამ სერვისით თაიგულები და მწვანე კომპოზიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან ყოველდღიურად ახლდება ოფისებში, სახლებსა და სხვადასხვა სივრცეში.

ქართული იდენტობა და განსაკუთრებული ღონისძიებები

ბრენდის ფილოსოფია ქართულ იდენტობას ეფუძნება – სწორედ აქედან გაჩნდა მისი ლოგოს იდეაც, რომელიც ქართულ ლ-ს, ყვავილებისა და გულის ფორმებს მოგაგონებთ. სახელწოდება კი ლათინური სიტყვა ლუმოსიდან მომდინარეობს, რომელიც სინათლეს ნიშნავს. სივრცე სულ ახლახან, 2025 წლის 9 აგვისტოს გაიხსნა და მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის თავის შეყვარება უკვე მოასწრო. სამომავლოდ კი მათ მრავალფეროვან ღონისძიებებს ჰპირდება. მათ შორისაა:

  • ფლორისტული დიზაინის ვორკშოპები;
  • კერამიკის მასტერკლასი;
  • იაპონური იკებანას ვორკშოპი;
  • ვინილის სესიები და სხვა.

ცნობადობის ზრდა Ads მენეჯერით

Loom Concept-ის დამფუძნებელი განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის როლს ცნობადობის გაზრდაში.

„პირველად შევქმენით შეთავაზება Ads მენეჯერში და შედეგი დადებითი აღმოჩნდა – მომხმარებლებისგან ბევრი გამოხმაურება მივიღეთ, სოციალურ ქსელებში დაინტერესება გაიზარდა. რაც მთავარია, პლატფორმა მოსახერხებელია, მარტივი, ინტერფეისითა და ბანკის მხრიდან სრული მხარდაჭერით,“ – ამბობს დამფუძნებელი.

მისი თქმით, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის მსგავსი სერვისები უმნიშვნელოვანესია, რადგან ცნობადობას ზრდის და აძლევს შესაძლებლობას, ახალ მომხმარებლებს უფრო სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია.

მომავლის ხედვა

Loom Concept ახალი მიმართულებების დამატებას მომავალშიც გეგმავს. მათ შორის, სურთ: ადგილობრივი ბაზრისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება, პარტნიორ ბრენდებთან ერთად განსაკუთრებული დიზაინებისა და ინსტალაციების შექმნა, ნიშური ყვავილების სელექციის გაფართოება და Loom Concept-ის ხელწერის უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე პასუხისმგებლობა და ის, რომ მომხმარებლებს რეალური გამოცდილება შევთავაზოთ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ ეს განსხვავებული ხედვა და საინტერესო დიზაინი მათი ყოველდღიურობის ნაწილი გავხადოთ,“ – ამბობენ დამფუძნებლები.

„მიაწვდინეთ ხმა“ – ეს Ads მენეჯერის ახალი გზავნილია.  Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მარტივად შექმნან და განათავსონ შეთავაზებები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - მობილბანკში, Offers.bog.ge-ზე და sCoolApp-ში. ინტუიციური ინტერფეისისა და მოქნილი ინსტრუმენტების მეშვეობით, მცირე და საშუალო კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექისა და PLUS ქულების შეთავაზებები და ამასთანავე, საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 1 800 000 მომხმარებელს გააცნონ.