ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.50%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულება 47.50 გირვანქა სტერლინგია.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.65%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 12.46%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი 11.66 გირვანქა სტერლინგი გახდა. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 4 წლით შეაჩერა, ქართული კომპანიების აქციების ფასი წინა კვირაში შემცირდა.