ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები გაძვირდა. გალთ & თაგარტის 17–21 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, თვის ჭრილში Lion Finance Group-ის ჯგუფმა 16%–იანი ზრდა აჩვენა, თიბისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31%–ს აჭარბებს, Georgia Capital-ის კი 11%-მდეა.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.30% წინა კვირასთან შედარებით და +16.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.90 - 53.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 41.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.73% წინა კვირასთან შედარებით და +31.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 383 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.35 - 41.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.62% წინა კვირასთან შედარებით და +10.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.14 - 13.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.