გალტ & თაგარტის 16–20 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა. წინა კვირასთან შედარებით თუ ვარდნა 2–4 პროცენტს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 9,5%–საც აღწერვს. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.41% წინა კვირასთან შედარებით და -9.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.60 - 41.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.48% წინა კვირასთან შედარებით და - 9.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 365 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.50 - 28.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.26% წინა კვირასთან შედარებით და - 5.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 313 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.57 - 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 121 ათასი აქცია შეადგინა.