ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი“ - ნათქვამია ინფორმაციაში.