ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა. ამ კუთხითაც იყო უარყოფითი პროგნოზები, დეკემბერ-იანვარში. ე.წ ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ სხვა მონაცემები გვაქვს და იანვრის შემდე 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით ლარის კურსი. იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარით შეავსო ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას. ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა არის საკვანძო მნიშვნელობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს