ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა.
3.44 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6504 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.85 თეთრი შეადგინა.