11 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.15 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 7.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1259 ლარი გახდა.