14 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.14 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1363 ლარი გახდა.