11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.84 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა.