13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან- გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 13 ოქტომბრის 17:00 საათისთვის 3.1411 ლარია.აქამდე მოქმედი კურსი 3.1385 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.