4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7109 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1197 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1231 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.