2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის იუბილეს აღნიშვნისთვის ემზადება. დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 - 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა.

"აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ", - წერს ეროვნულმა ბანკი შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს.

ასევე დაგეგმილია:

• ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება; • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება; • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“,

მათ შორის:

  • ღონისძიების ვიზუალური კონცეფციის შექმნა და შემსყიდველთან შეთანხმება;
  • კონცეფციის შესაბამისად, სასესიო დარბაზის 300 სტუმარზე ღონისძიების უზრუნველსაყოფად მომზადება;
  • მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნეს ოთახის მოწყობა;
  • მედია სივრცის და მედია ოთახის მოწყობის უზრუნველყოფა;
  • შენობაში სარეგისტრაციო პუნქტის მოწყობა;
  • შენობაში საინფორმაციო პუნქტის მოწყობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის ორგანიზება/მოწყობა;
  • პრეს ბანერების/ და ბექდროფ ბანერების დამზადება
  • ღონისძიების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელი სხვა, დამატებითი მომსახურება

• ღონისძიების, მათ შორის მედია და მაღალი რანგის სტუმრების ბიზნეს ოთახის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა; • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა). • სტუმრების დახვედრა - გაცილება.

ლარის 30 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებები გადასახადის დამხდელებს 771 ათასი ლარი დაგვიჯდება. 

შეგახსენებთ, პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა. იმავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი (თეთრი) საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.