ბიტკოინისა და ეთერიუმის(ETH) ფასი კრიპტობირჟებზე გაიზარდა.
5 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 2,08%-ით გაიზარდა და 93,032 ათას დოლარს მიაღწია; Ethereum-ის კურსი კი 1,57%-ით გაიზარდა და 3,192 ათასი დოლარი გახდა.
CoinMarketCap-ის მონაცემებით, 5 იანვრის მდგომარეობით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 3,17 ტრილიონ დოლარს შეადგენს; აქედან 1,856 ტრილიონი დოლარი (58,7%) ბიტკოინზე მოდის, ხოლო 384,805 მილიარდი დოლარი (12,2%)- Ethereum-ზე.
Coinglass-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურმა კრიპტობირჟებმა 92 ათასზე მეტი ტრეიდერის პოზიციები ლიკვიდაცია მოახდინეს, რაც ჯამში 251,79 მილიონი ამერიკული დოლარია, აღსანიშნავია, რომ ლიკვიდაციების ძირითადი ნაწილი ბიტკოინზე მოდიოდა. დაახლოებით 49,83 მილიონი დოლარი გრძელი (long) პოზიციების ლიკვიდაციას შეეხო, ხოლო 202,01 მილიონი დოლარი - მოკლე (short) პოზიციებს.
ბოლო 24 საათში ყველაზე მსხვილი ლიკვიდაციის ორდერი Binance-ის კრიპტობირჟაზე, ETHUSDT წყვილში დაფიქსირდა და მისი მოცულობა 3,27 მილიონ დოლარს შეადგენდა.