კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 66.76 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 642.00 მილიონი ლარით (0.97%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.00% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.81% შეადგინა. ამავე
პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 351.57 მლნ ლარით (0.92%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 290.43 მლნ ლარით (1.04%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.10%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.17%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.97 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.86%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94 %-ით მეტი).
2025 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.12%-ით, ანუ 381.86 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 34.59 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.59% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.027 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით).
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს