საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.57 მილიარდი ლარით გაიზარდა და 66.24 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 2.42%-ით მატებაა. (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.09%-ით გაიზარდა)
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.58% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 754.29 მლნ ლარით (2.04%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 813.56 მლნ ლარით (2.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.16%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.90 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.60%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 19.10 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.37%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.65 %-ით მეტი).
2025 წლის ივნისის განმავლობაში 1.75%-ით, ანუ 584.47 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 33.89 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.92% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.214 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.03 პროცენტული პუნქტით).