2023 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) თითქმის 6 მლნ ლარით, ანუ 8.9 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის მარტის ბოლოს 67.34 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს.
2023 წლის მარტის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.