„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 66.12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 122.33 მილიონი ლარით (0.18%-ით) ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით მეტი)“ – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.93% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.79 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.06% -ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.81 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.53%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.44 %-ით ნაკლები).
2025 წლის ივლისის განმავლობაში 0.94% -ით, ანუ 318.69 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 34.21 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.61% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.693 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.