ივლისში, მომსახურების სექტორის ზრდის გამო, S&P Global-ის აშშ-ის კომპოზიტური ინდექსი 55.0-მდე გაიზარდა, TBC კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში წერს რომ ზრდა, დროებითი პერსონალის ნაკლებობის გამო, წარმოების 49.5-მდე შემცირების ფონზე მოხდა.

იმავდროულად, ივნისში ევროზონის წლიური სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდა 2.5%-მდე, ძირითადად მომსახურების სფეროს გამო. 

სამშაბათს ბაზრის გახსნის წინ, სახაზინო შემოსავლები დაეცა:

10-წლიანი ობლიგაცია დაეცა 2 საბაზისო პუნქტით 4.23-მდე, 30-წლიანი ობლიგაცია შემცირდა 3 საბაზისო პუნქტით 4.44%-მდე. მანამდე ორშაბათს, შემოსავალი გაიზარდა პრეზიდენტ ბაიდენის კამპანიიდან გასვლის შესახებ ახალი ამბების საპასუხოდ.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, გუბერნატორ ფატიჰ კარაჰანის ხელმძღვანელობით, მეოთხე თვის განმავლობაში ზედიზედ შეინარჩუნა ერთკვირიანი განაკვეთი 50%-ზე, რაც ბაზრის მოლოდინებს შეესაბამებოდა ლირას ლიკვიდობის მართვისთვის. გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების ფასები გაიზარდა, რამაც შემოსავლიანობა 28 საბაზრო პუნქტით შეამცირა და 27.78%-მდე მიიყვანა, - ნათქვამია TBC კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში.