2023 წლის იანვარ-მარტში სულ ინტერნეტით განხორციელებულმა ოპერაციებმა ქართული საბარათე ინსტრუმენტებით 40.4 მლნ შეადგინა, თანხობრივად კი 2.77 მილიარდი ლარი.
2022 წელს ეს მაჩვენებელი განსხვავებული იყო, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებული ინტერნეტ–გადახდები წლიურად გაიზარდა 95%-ით რაოდენობრივად (20.7 მლნ.) და 88.4%-ით თანხობრივად (1.47 მლრდ ლარი).
ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის მარტში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 76.2 მლნ-ზე მეტი ოპერაცია, თანხობრივად 6.3 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში 198 მლნ-მდე ოპერაცია განხორციელდა, რომელმაც 16 მლრდ ლარი შეადგინა.