იანვარში საპენსიო ფონდის ზომა ₾300 მილიონით გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო ფონდი ავრცელებს.

„იანვარში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მაღალი ზრდა დააფიქსირეს, რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ. 2026 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო საპენსიო ფონდის ყველა პორტფელისთვის, რომელშიც ტრადიციულად ლიდერობდა დინამიკური პორტფელი:

დინამიკური – 2.76%
დაბალანსებული – 2.06%
კონსერვატიული – 1.49%

ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 15.0%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.5% და 12.1%-ს შეადგენს. იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს, ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, - წერია საპენსიო ფონდის ინფორმაციაში.