2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. 

„2024 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 124.5 მლნ აშშ დოლარი იყიდა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 463.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.