სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს 300 ლარს აღარ გადაუხდის - ეკონომისტები და კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა თავიდანვე იყო კრახისთვის განწირული და ეს ყველაფერი წინსააარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის დასჭირდათ.
მათივე თქმით, სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში მატულობს და ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება არის ტყუილი.
"სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში მატულობს, ნიშნავს ძლიან მარტივს, რომ ხალხმა დაკარგა სამსახური და საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას. ის რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, არის მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილი. იმ ადამიანებს, ვინც სოციალურად დაუცველთა სიაში იყვნენ და პარალელურ რეჟიმში დაასაქმეს, ახლა კი შეუწყვიტეს ეს პროგრამა, კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამაში რჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა თავიდანვე საარჩევნო მიზნებისთვის იყო გათვლილი, რადგან ამ ადამიანებიდან ვერცერთი ვერ გამოვიდა სიღარიბიდან, ანუ სიღარაიბის დაძლევისთვის კი არა, ეს იყო გათვლილი იმისთვის, რომ ეყიდათ ხმები," - აცხადებს ბესიკ დონაძე.
ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ასე ბევრი ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებს და მათი მოქმედების სქემა იდენტურია.
"ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ სიკეთე, რომელიც ქვეყანაში თუნდაც მიზერული რაოდენობით იწარმოება, თანაბრად არ ნაწილდება და კონრკეტული ჯგუფების ანაგრიშებსა და ჯიბეებში ილექება. მშიერი ადამიანების მართვა გაცილებით მარტივია და როდესაც ადამიანს ლუკმა-პური აქვს საფიქრალი, იმას დემოკრატიაზე ფიქრისთვის ნაკლები დრო რჩება, ასე ბევრი ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებეს და მათი მოქმედების სქემა იდენტურია. ამის ნათელი მაგალითი იყო წინსაარჩევნოდ ე.წ. დასაქმების პროგრამა რომ გაიზარდა. თვითონ სახელმწიფოს დასაქმების პროგრამა ეს არის უტოპია და სიგიჟე. ფუნქციონალურ ეკონომიკაში მსგავსი სიგიჟეები არ ხდება. ეს იყო იმისი მაგალითი, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად მოისყიდა ადმინისტრაციული რესურსი," - ამბობს პაატა ბაირახტარი.
2026 წლიდან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომლითაც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 300 ლარს იღებენ, ჩერდება. ოფიციალური სტატისტიკით, მთავრობას 2022-2024 წლებში 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი ჰყავდა დასაქმებული.
მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც აქამდე თავად ასაქმებდა, ახლა დასაქმების ბაზარზე უშვებს. თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება კითხვა, 300-ლარიან სამუშაოსთან ერთად დაკარგავენ თუ არა ეს ადამიანები სოციალურად დაუცველის სტატუსსაც.