2024 წლის განმავლობაში ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათებით ჯამში 78 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მოიცავს ბანკომატებიდან თანხის განაღდებას, გადახდებს პოს-ტერმინალებით და ელექტრონულად, ონლაინ შოპინგს და სხვა.

2023 წელთან შედარებით ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 10.6 მილიარდი ლარით გაიზარდა.

საქართველოში უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციების მოცულობამ კი 2024 წელს 4.3 მილიარდი ლარი შეადგენდა, რაც წლიურად 713 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 003 952 ერთეული სადებეტო ბარათი იყო.