გასულ წელს 100 000 ლარზე მეტი ხელფასი თითქმის 23 000-მა ადამიანმა აიღო. შემოსავლების სამსახურს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, 100 000 ლარი და მეტი ხელფასის სახით 22 996 დასაქმებულს ჩაერიცხა. მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 5 352 192 200 ლარია.

2022 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირების რაოდენობა 5,290 -ით არის გაზრდილი. 2022 წელს 100 000 ლარი და მეტი ხელფასი 17 706 დასაქმებულმა მიიღო, მათი ჯამური, დარიცხული ხელფასი 4 164 952 882 ლარი იყო.

100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები წლების მიხედვით:

  • 2020 წელი - 10 211 პირი/ დარიცხული ხელფასი 2,483,129,415 ლარი
  • 2021 წელი - 13 384 პირი / დარიცხული ხელფასი 3,217,183,223 ლარი
  • 2022 წელი - 17 706 პირი / დარიცხული ხელფასი 4 164 952 882 ლარი
  • 2023 წელი - 22 996 პირი/ დარიცხული ხელფასი 5,352,259,855 ლარი

აღსანიშნავია, რომ 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 2023 წელს 4 744 პირმა მიიღო, დარიცხულმა ხელფასმა 252,259.03 შეადგინა.

1 200 ლარი - 2 400 ლარის დიაპაზონში ხელფასი, 2023 წელს, 75 364 პირს ჩაერიცხა. სულ მათ დაბეგვრამდე 132 079 377.99 ლარი მიიღეს.

2 400 ლარი - 3 600 ლარის დიაპაზონში ხელფასი 65 575 დასაქმებულს დაერიცხა, დარიცხული ხელფასი 194 327 745.42 ლარი იყო.