ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"ამ მაჩვენებლით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სებ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აისახა პოზიტიურად ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესებაზე,"- ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.