დეპოზიტების დოლარიზაციამ მაისში 49.8% შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2 პპ-ით 64.8%-მდე გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირების 0.3 პპ-ით, 37.9%-მდე შემცირდა. ამავდროულად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, მაისში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით 61.5%-მდე გაიზარდა.

„მაისში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 5.8 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 459.3 მლნ ლარით გაიზარდა) და 51.4 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 128.8%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 527.2 მლნ ლარით (2.0%- ით) შემცირდა და 26.4 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული კლება, მეტწილად სამთავრობო დეპოზიტების შემცირებამ განაპირობა. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 1,093.76 მლნ ლარით გაიზარდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 463.6 მლნ ლარით შემცირდა.

მაისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით შემცირდა და 6.0% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 7.5%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 1.5%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით შემცირდა და 10.5% შეადგინა. აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 1.9%-მდე შემცირდა. ასევე ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით შემცირდა და 1.1% შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაში.