ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების დამატებით, 25-ე პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 118 მილიონ ევროს შეადგენს

"დაპირებისამებრ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას განაგრძობს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ". - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა ჯამში 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს.

"დამატებითი დახმარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულია როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე თავდაცვის ძალების რესურსები" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: ტაბულა