ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7198 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია.

გთავაზობთ თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ამ დროისთვის კომერციულ ბანკებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატება. კერძოდ, მისი შეძენა მოქალაქეებს 3.0480-3.0600 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. რაც შეეძლება გაყიდვას, ბანკები ერთ ევროს თქვენგან 2.8930-2.9000 ლარის ფარგლებში იყიდიან.

რაც შეეხება დოლარს, კომერციულ ბანკებში, ერთი დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.8050-2.8250 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6850–2.6900 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9900-3.0200 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. რაც შეეხება გაყიდვას, ჯიხურები ერთი ევროს თქვენგან 2.9670-2.9700 ლარის ფარგლებში იყიდიან. ერთი დოლარის ყიდვა კი სავალუტო ჯიხურებში 2.7500-2.7600 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.7200-2.7420 ლარად შეეძლებათ.

წყარო: bpn.ge