2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველომ წელს EU-დან 17%-ით მეტი იმპორტი განახორციელა, ვიდრე გასული წლის 10 თვეში.

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე ჯამურად, საქართველოს მთლიანი იმპორტის 26.7% მოდის, რაც  გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 24.1%-იანი წილიდან.

იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $628,5 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $360,4 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $245 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $87,5 მლნ;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $68,3 მლნ.