ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა 15-მდე რუსული ბანკი საერთაშორისო SWIFT სისტემიდან გაითიშოს, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. შესაბამისი წინადადება ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე კვირას მიიღეს.

სააგენტოს წყაროები არ აკონკრეტებენ, რომელ ბანკებზეა საუბარი.

როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, სანქციების საბოლოო პაკეტი შესაძლოა კორექტირებული იყოს, რადგან ის ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული ბანკები მუდმივად ითიშება SWIFT-თან. ეს უკვე შეეხო, მათ შორის, Sberbank, VTB, Rosselkhozbank, Promsvyazbank, Sovcombank და ა.შ. ქვეყნის შიგნით გადარიცხვებს ემსახურება რუსული სისტემა - FMS.