ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა. წლიურ ჭრილში შემცირება 15%-იანია, ხოლო თვიურ ჭრილში 19%-იანი.
2023 წლის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა 86 ერთეულს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ნოემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 101 ერთეული პრეტენზია იყო, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში 106 ერთეული პრეტენზია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიები პროდუქტების მიხედვით:
- სამომხმარებლო სესხი - 63
- მომენტალური განვადება - 7
- სალომბარდე სესხები - 2
- ბიზნეს სესხი - 1
- ავტო სესხი - 1
- სხვა - 12.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიები შინაარსის მიხედვით:
- ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 51
- ადმინისტრაცია/მომსახურება - 24
- სხვა გადასახდელები - 7
- სხვა - 4.