ცხელ ხაზზე, მხოლოდ ბოლო ერთ დღეში 150-მდე ზარი შევიდა, თითქმის ყველა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას ეხებოდა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ვაჯამებთ სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის დღევანდელ დღეს. მხოლოდ ამ ერთ დღეში 150-მდე ზარი შემოვიდა, თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას. ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე. ჩვენი რჩევაა, ყველამ გაასაჩივროს, შედეგის მოლოდინის მიუხედავად, ამას მაინც ექნება სხვა შედეგი", - წერს ქურდოვანიძე.