საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „იშბანკი საქართველო" 25 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკის დაჯარიმების მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 5 შემთხვევა გახდა.
აღსანიშნავია, რომ წელს ეს სებ-ის მიერ ბანკის დაჯარიმების მესამე შემთხვევაა, იანვარში ასევე დაჯარიმდნენ „პეისერა ბანკი“ და „ზირაათ ბანკი“.