სებ-მა 2024 წლის იანვარ - აგვისტოში 329.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, სებ-ს წელს მაისსა და ივნისში Bmatch-ის მეშვეობით დოლარი არ უყიდია.

2024 წლის თვეების სტატისტიკა ასეთია:

  • იანვარი - 8.1 მილიონი დოლარი
  • თებერვალი - 77.5 მილიონი დოლარი
  • მარტი - 127.9 მილიონი დოლარი
  • აპრილი - 73.1 მილიონი დოლარი
  • ივლისი - 1.9 მილიონი დოლარი
  • აგვისტო - 41 მლნ მილიონი დოლარი.